საგამოცდო ლაბორატორია. სამეცნიერო-კვლევითი ფირმა 'გამა'

სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“-ს ლაბორატორიული სამსახური, ერთერთი წამყვანია ქვეყანაში წყლის, ნიადაგის, სასარგებლო წიაღისეულის და უალკოჰოლო სასმელების კვლევის სფეროში.

ლაბორატორიის ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა შეფასდეს ჰიდროსფეროს, ნიადაგების ქანების და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა. კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

ლაბორატორია აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ (სერტიფიკაციის სფეროში ჩართულია მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების პროდუქტები, ბუტილირებული სასმელი და მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები) სერტიფიკატი GEO-268-20503772-3.1-0147. ლაბორატორია გაწევრიანებულია საერთაშორისო ასოციაცია „ანალიტიკა“-ს შემადგენლობაში, მონაწილეობს ნიმუშების სტანდარტიზაციის ლაბორატორიათაშორისო საერთაშორისო პროგრამებში (მონაკოს ზღვის კვლევების ლაბორატორია. ფსკერულ ნალექებში მძიმე ლითონების განსაზღვრა 2004-2006 წწ.; QUASIMENE-ზღვის გარემოს ანალიზების ხარისხის უზრუნველყოფა ევროპის ქვეყნებისათვის. 2004-2006 წწ.).