ჩვენს შესახებ
შპს "გამა კონსალტინგი" წარმოადგენს კერძო, დამოუკიდებელ კომპანიას, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობების ფართო სპექტრი. კომპანია ჩამოყალიბდა 1991 წელს და თავდაპირველად ეწოდებოდა სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“. ფირმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო ბუნებრივი რესურსების კვლევა, გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და ამ სფეროში საკონსულტაციო მომსახურება. კომპანიის მნიშვნელოვან საყრდენს ლაბორატორიული სამსახური წარმოადგენდა. ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობის სფერო გაიზარდა. ჩამოყალიბდა საპროექტო განყოფილება, მეტი ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი მომსახურების გაძლიერებასა და გაფართოებაზე.
2011 წელს გადაწყდა ლაბორატორიული და საკონსულტაციო სამსახურების განცალკევება და შეიქმნა შპს „გამა კონსალტინგი“. ახალი საკონსულტაციო სამსახური იყენებს იმ მრავალწლიან გამოცდილებას და რესურსებს, რომელიც დაგროვდა ფირმა „გამა“-ს არსებობის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში. დღეისათვის „გამა“ დაკომპლექტებულია 60 სპეციალისტით. პერსონალის გამოცდილება მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიც არის ქიმია, ბიოლოგია, ჰიდროგეოლოგია, ჰიდროლოგია, გარემოსდაცვითი მეცნიერება, პროექტირება და ინჟინერია და IT. მომსახურება ხორციელდება გარემოსდაცვითი, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს და ბუნებრივი რესურსების და საპროექტო განყოფილებების მიერ. კომპანიაში სამუშაოების განხორციელებას ეხმარება ლაბორატორია.