ლაბორატორიული კომპლექსი
მობილური: +995 599 50 44 35
ელ-ფოსტა: t.adamia@gamma.ge
ლაბორატორიული კომპლექსის ხელმძღვანელი - ტარიელ ადამია, ქიმიის დოქტორი
ქიმიკოს-ანალიტიკოსი ორმოცწლიანი გამოცდილებით
ფირმის ლაბორატორიული კომპლექსი ერთ-ერთი წამყვანია ქვეყანაში.
ლაბორატორიული კომპლექსის ტექნიკური ბაზა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი საშუალებას იძლევა შეფასდეს - ატმოსფერული ჰაერის, ჰიდროსფეროს, ნიადაგების, გეოლოგიური ნიმუშების ნივთიერი შემადგენლობა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა. კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს კანონმდებლობის და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
ლაბორატორიული კომპლექსის საქმიანობის სფერო და კვლევის ობიექტები:
ნივთიერი შემადგენლობის კვლევა:
- სასარგებლო წიაღისეული და სხვა გეოლოგიური ობიექტები;
- სამთო-მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქცია და ნარჩენები;
- გარემო: ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი, გრუნტი, წყლები (ზედაპირული, მიწისქვეშა, ჩამდინარე, სასმელ-სამეურნეო დანიშნულების);
- ბუტილირებული წყლები და უალკოჰოლო სასმელები;
ბუტილირებული წყლების პროდუქციის სერტიფიცირება.
-
წყლის სტანდარტების და ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება;
- მდინარეების, ზღვის და სხვა ღია წყალსატევების ფსკერული ნალექები;
- სამშენებლო მასალები;
- სამშენებლო, ტექნოლოგიური მყარი და თხევადი ნარჩენები;
-
ლაბორატორიული კომპლექსის სტრუქტურა და ფუნქციები:
საგამოცდო ლაბორატორია - ხელმძღვანელი ქიმიის დოქტორი ჟ. გურჯია
ლაბორატორიული კვლევები და განვითარება; ანგარიშგება; მონაცემებისა და ინფორმაციის მართვა; მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება.
ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის სამსახური (QA/QC)- ხელმძღვანელი ქიმიის დოქტორი ნ. მაჩიტაძე
ანალიზური კვლევების ხარისხის სისტემის ჩამოყალიბება, ხარისხის დოკუმენტაციის მართვა, ხარისხის შიგა და გარე კონტროლი
ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური - ხელმძღვანელი კ. სამარღანიშვილი
ლაბორატორიის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, მოწყობილობის დაკალიბრება; დაკვეთების მიღება და მომსახურების უზრუნველყოფა; მომსახურებისა და მასალების შესყიდვების მართვა; საველე საექსპედიციო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური უზრუნველყოფა
განყოფილებები:
ქიმიური ანალიზის განყოფილება
ლაბორატორიაში ხორციელდება წყლების, ნიადაგების, მადნებისა და სხვა გეოლოგიური ობიექტების, სამთო გამამდიდრებელ საწარმოთა პროდუქციის და ნარჩენების კვლევა - თვისებითი, წონითი, მოცულობითი და სენსორული მეთოდების გამოყენებით. წყლის ორგანოლეპტიკური ანალიზი, აირებისა და გაზების თვისებითი ანალიზი, ატმოსფერული ჰაერის შეწონილი მტვრის გრავიმეტრული ანალიზი. ლაბორატორია აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ლაბორატორია იყენებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ რეაქტივებს და სხვა დამხმარე მასალას
ფიზიკურ-ქიმიური კვლევების განყოფილება
ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის ატომურ-აბსორბციული, ატომურ-ემისიური, სპექტროფოტომეტრული, ქრომატოგრაფიული, იონსელექტიური და სხვა საერთაშორისო უნიფიცირებული მეთოდები. ტარდება აზბესტის და სხვა ბოჭკოვანი ნივთიერებების იდენტიფიცირება ჰაერსა და გრუნტებში. რადიოლოგიური კვლევები ტარდება სათანადო აპარატურით აღჭურვილ ორგანიზიასთან თანამშრომლობით
კომპლექსი აღჭურვილია Perkin Elmer, HACH Lange, HANNA Instruments, Hitachi და სხვა ცნონილი მწარმოებელი კომპანიების მაღალი სიზუსტის და მგრძნობელობის აპარატურით
მიკრობიოლოგიური კვლევის განყოფილება
კომპლექსის მიკრობიოლოგიურ განყოფილებაში ტარდება წყლების და ნიადაგების სანიტარული მიკრობიოლოგიური ანალიზი. ანალიზი ტარდება შემდეგ პარამეტრებზე:
- მეზოფილური აერობების და ფაკულტატური ანაერობები,
- ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლი-ფორმები),
- პათოგენები,
- სალმონელა,
- Ps. aeroginosa ,
- Streptococcus faecalis,
- Escherichia coli,
- Cl perfringens,
- კოლიფაგები.
ლაბორატორია უზრუნველყოფილია შესაბამისი მოწყობილობით და მაღლი ხარისხის რეაქტივებით. განყოფილებას ხელმძღვანელობს მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, ბიოლოგიის დოქტორი ნანა საყვარელიძე
მობილური ლაბორატორია:
კომპანია ფლობს მობილურ ლაბორატორიას, რომლის საშუალებით, უშუალოდ საკვლევ ტერიტორიაზე, საველე პირობებში შესაძლებელია რიგი სანიტარიულ-ჰიგიენური მაჩვენებელების დადგენა; ასევე, შენობათა დახურულ სივრცეებში მიკროკლიმატის და სამუშაო პირობების შეფასება
წყლის ნიმუშების კვლევის საველე აპარატურა - იზომება: ელექტროგამტარობა, pH, TDS, გახსნილი ჟანგბადი, დარიშხანი და ა.შ.
Ph-ის ანალიზატორი |
TDS-ის ანალიზატორი |
გახსნილი ჟანგბადის ანალიზატორი |
დარიშხანის ანალიზატორი |
მულტიფუნქციური იონმეტრი |
|
ატმოსფერული ჰაერის კვლევის საველე აპარატურა - იზომება, მტვრის ნაწილაკები, ელექტრომაგნიტური ველი, ვიბრაცია, რადიაცია, ხმაური და ა.შ.
მტვრის ანალიზატორი |
ელექტრომაგნიტური ველის ანალიზატორი |
ვიბრაციის ანალიზატორი |
ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ანალიზატორი |
რადიაციის ანალიზატორი |
ხმაურის ანალიზატორი |
ჯამური მტვრის ნაწილაკების ანალიზატორი |
შენობების დახურულ სივრცეში დამატებით იზომება ჰაერის ნაკადი, ნახშირბადის ოქსიდები (CO2, CO) და განათების ინტენსიობა
CO-ს ანალიზატორი |
ლუქსომეტრი |
.... |
სურათზე ნაჩვენებია იმ ორგანიზაციათა შენობები, სადაც შესწავლილია მიკროკლიმატი და შეფასებულია სამუშაო გარემო
ლაბორატორია აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ ISO 17025 შესაბამისად, სახელმწიფო სტანდარტი "სსტ ისო 17025" მიხედვით.
აკრედიტაცია
ლაბორატორია აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, ISO 17025 სტანდარტების შესაბამისად
აკრედიტაციის სფეროები:
|
პროფესიული ტესტირება:
ლაბორატორიული საქმიანობის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს მიღებული შედეგების მუდმივ კონტროლს, მათ სანდოობას და ხარისხს. შედეგების კორექტულობა გარკვეული სიხშირით მოწმდება ლაბორატორიათაშორისი კონტროლით და პროფესიული ტესტირებით - როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონეზე. ლაბორატორია მონაწილეობს ნიმუშების სტანდარტიზაციის ლაბორატორიათაშორის საერთაშორისო პროგრამებში.
ამ მიმართულებით შპს "გამა კონსალტინგი" თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
საერთაშორისო ინტერკალიბრება 0140: მიკროელემენტები, მონაკოს ზღვის კვლევების ლაბორატორია.
ანალიზური საკონტროლო სამუშაო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის. დამკვეთი: შავი ზღვის კომისია (BSERP), UNDP-GEF.
ლაბორატორიათაშორისი კონტროლი: წამყვანი - რაუნდები 42, 44, 46. 2004-2006.
ლაბორატორიათაშორისი კონტროლი: კომპანია Water & Power (თბილისის წყალმომარაგების კომპანია).
ლაბორატორიათაშორისი კონტროლი: Water Company ERA, USA |
|
|
კვლევის ანგარიშები და დოკუმენტაცია იწარმოება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
პარტნიორები / დამკვეთები:
Industrial Group "COGEMA" - France |
|
Geological survey "BRGM" - France |
|
Joint stock company "Technital S.p.A" - Italy |
|
“ჩენელ ენერჯი (ფოთი) საქართველო”. |
|
შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, |
|
სს „წყალი მარგებელი“ |
|
შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ |
|
შპს “აქვა გეო” |
|
შპს `RMG Gold“ |
|
შპს`RMG Copper” |
|
შპს ” არ ემ ჯი აურიმაინ“ |
|
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ |
|
„პეის ტერმინალი“ |
|
შპს „სანიტარი“ |
|
„Azecolab Company LLC“ (აზერბაიჯანი) |
|
შპს „ მედი ქლაბ გეორგია“
|
|
ARTELIA (საფრანგეთი) |
|
შპს „არგოსი“ |
|
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ |
|
ENKA Insaat ve Sanayi A.S Branch in Georgia. |
|
შპს ''სტუდია 21'' |
|
შპს ''არტსტუდიო'' |
|
სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ |
|
თბილისის მერია |
|
შპს ,,ჯინო გრინ სითი კორპორაცია'' |
|
შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ |
|
შპს „ეარ ვისოლი“;
|
|
„SJS USA INC წარმომადგ. საქ. SJS Poti”;
|
|
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროოვნული ბიურო“
|
|
ააიპ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“;
|
|
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობა“;
|
|
შპს „ვეტ-დეზ-ნოვაცია“ |
|
სს „იბერია რეფრეშმენტი“;
|
|
სს „ლომისი“;
|
|
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ |
|
“GEOSTEEL” LLC;
|
|
Joint Venture “Azfen” Georgia Branch.
|