მომსახურება
ლაბორატორიული კომპლექსი
ფირმის ლაბორატორიული სამსახური ერთ-ერთი წამყვანია ქვეყანაში.
ლაბორატორიების ტექნიკური ბაზა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი საშუალებას იძლევა შეფასდეს - ატმოსფერული ჰაერის, ჰიდროსფეროს, ნიადაგების, გეოლოგიური ნიმუშების ნივთიერი შემადგენლობა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა. კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
გარემოდაცვითი პროექტების განყოფილება
- მოქმედი და საპროექტო საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შეფასება, საპროექტო დოკუმენტაციის გარემოსდაცვითი ნაწილის მომზადება.
- ტერიტორიის (აკვატორიის) ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება და ჩატარება; მონიტორინგის რეგლამენტის და პროგრამის შემუშავება.
- გარემოში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების (ზდგ და ზდჩ) პროექტების დამუშავება.
- ნარჩენების მართვის გეგმების დამუშავება.
- გარემოზე დასაშვები ზემოქმედების დონეების ნორმირება და ბუნებათსარგებლობის ლიმიტების დასაბუთება.
- ეკოლოგიური გაანგარიშებები; გარემოზე ზემოქმედებების მათემატიკური მოდელირება და პროგნოზირება.
- ეკოლოგიური გაანგარიშებების საფუძველზე გეოინფორმაციული (GIS) სისტემების და კარტოგრაფიული მასალის მომზადება.
- სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების და ტერიტორიების (აკვატორიის) ეკოლოგიური აუდიტი.
- ეკოლოგიური ზარალის და რისკების შეფასება.
- მომზადებული პროექტების შეთანხმება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დონეზე.
მიწისქვეშა ჰიდროსფეროს და ბუნებრივი რესურსების განყოფილება
- მიწისქვეშა წყლების ძებნა-ძიებითი სამუშაოები. გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების შესწავლა;
- წყალმომარაგების სისტემების რესურსული უზრუნველყოფის დადგენა;
- სასმელ-სამეურნეო დანიშნულების ჭაბურღილების ტექნიკური მდგომარეობის აუდიტი და ჭაბურღილის ლულის ჰიდროგეოფიზიკური გამოკვლევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება;
- მიწისქვეშა წყლების შრეებისა და ჰორიზონტების ჰიდროდინამიური და ჰიდროქიმიური პარამეტრების განსაზღვრა;
- ჭაბურღილების დაპროექტება და ბურღვა;
- მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსების ანგარიში;
- მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების ანგარიში;
- მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი ან ხელოვნური გამოსავლების საკაპტაჟო სამუშაოები;
- მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი ან ხელოვნური გამოსავლების მუდმივმოქმედი მონიტორინგული ქსელის ორგანიზაცია და ფუნქციონირება;
- მიწისქვეშა წყლების საბადოების სანიტარიული დამცავი ზონების ჰიდროგეოლოგიური გაანგარიშება.
საპროექტო განყოფილება
- სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების (მათ შორის, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები) დაპროექტება;
- შენობა-ნაგებობების და ობიექტების შეფასებითი და აზომვითი სამუშაოები;
- საძირკვლების, მზიდი კონსტრუქციების და არქიტექტურული ძეგლების გამოკვლევა;
- მყარი საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების პოლიგონების პროექტირება;
- საავტორო ზედამხედველობა;
- სამშენებლო ექსპერტიზა, საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.