მომსახურება

საგამოცდო ლაბორატორია

სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“-ს ლაბორატორიული სამსახური, ერთერთი წამყვანია ქვეყანაში წყლის, ნიადაგის, სასარგებლო წიაღისეულის და უალკოჰოლო სასმელების კვლევის სფეროში.

ლაბორატორიის ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა შეფასდეს ჰიდროსფეროს, ნიადაგების ქანების და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა. კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

დეტალურად

გარემოდაცვითი პროექტების განყოფილება

  • მოქმედი და საპროექტო საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შეფასება, საპროექტო დოკუმენტაციის გარემოსდაცვითი ნაწილის მომზადება.
  • ტერიტორიის (აკვატორიის) ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება და ჩატარება; მონიტორინგის რეგლამენტის და პროგრამის შემუშავება.
  • გარემოში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების (ზდგ და ზდჩ) პროექტების დამუშავება.
  • ნარჩენების მართვის გეგმების დამუშავება.
  • გარემოზე დასაშვები ზემოქმედების დონეების ნორმირება და ბუნებათსარგებლობის ლიმიტების დასაბუთება.
  • ეკოლოგიური გაანგარიშებები; გარემოზე ზემოქმედებების მათემატიკური მოდელირება და პროგნოზირება.
  • ეკოლოგიური გაანგარიშებების საფუძველზე გეოინფორმაციული (GIS) სისტემების და კარტოგრაფიული მასალის მომზადება.
  • სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების და ტერიტორიების (აკვატორიის) ეკოლოგიური აუდიტი.
  • ეკოლოგიური ზარალის და რისკების შეფასება.
  • მომზადებული პროექტების შეთანხმება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დონეზე.
დეტალურად

მიწისქვეშა ჰიდროსფეროს და ბუნებრივი რესურსების განყოფილება

  • მიწისქვეშა წყლების ძებნა-ძიებითი სამუშაოები. გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების შესწავლა;
  • წყალმომარაგების სისტემების რესურსული უზრუნველყოფის დადგენა;
  • სასმელ-სამეურნეო დანიშნულების ჭაბურღილების  ტექნიკური მდგომარეობის აუდიტი და ჭაბურღილის ლულის ჰიდროგეოფიზიკური გამოკვლევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება;
  • მიწისქვეშა წყლების შრეებისა და ჰორიზონტების ჰიდროდინამიური და ჰიდროქიმიური პარამეტრების განსაზღვრა;
  • ჭაბურღილების დაპროექტება და ბურღვა;
  • მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსების ანგარიში;
  • მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციო მარაგების ანგარიში;
  • მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი ან ხელოვნური გამოსავლების საკაპტაჟო სამუშაოები;
  • მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი ან ხელოვნური გამოსავლების მუდმივმოქმედი მონიტორინგული ქსელის ორგანიზაცია და ფუნქციონირება;
  • მიწისქვეშა წყლების საბადოების სანიტარიული დამცავი ზონების ჰიდროგეოლოგიური გაანგარიშება.
დეტალურად

საპროექტო განყოფილება

  • სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების (მათ შორის, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები) დაპროექტება;
  • შენობა-ნაგებობების და ობიექტების შეფასებითი და აზომვითი სამუშაოები;
  • საძირკვლების, მზიდი კონსტრუქციების და არქიტექტურული ძეგლების გამოკვლევა;
  • მყარი საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების პოლიგონების პროექტირება;
  • საავტორო ზედამხედველობა;
  • სამშენებლო ექსპერტიზა, საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.
დეტალურად