საგამოცდო ლაბორატორია

ფირმაგამა”- ლაბორატორიული კომპლექსი

მობილური: +995 599 50 44 35

ელ-ფოსტა: t.adamia@gamma.ge

ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ტარიელ ადამია, ქიმიის დოქტორი

ორმოცწლიანი გამოცდილების ანალიზური ქიმიის სპეციალისტი

 

ფირმის ლაბორატორიული სამსახური ერთ-ერთი წამყვანია ქვეყანაში.

 

ლაბორატორიების ტექნიკური ბაზა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი საშუალებას იძლევა შეფასდეს - ატმოსფერული ჰაერის, ჰიდროსფეროს, ნიადაგების, გეოლოგიური ნიმუშების ნივთიერი შემადგენლობა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა. კვლევები ტარდება საერთაშორისო (ISO, USEPA) და საქართველოს ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

 

ლაბორატორია აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, ისო 17025 შესაბამისად. დანერგილია ლაბორატორიული საქმიანობის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც უზრუნველყოფს მიღებული შედეგების მუდმივ კონტროლს, მათ სანდოობას და ხარისხს. შედეგების კორექტულობა გარკვეული სიხშირით მოწმდება ლაბორატორიათაშორისი კონტროლით და პროფესიული ტესტირების სამუშაოებით - როგორც საქართველოს(), ასევე საერთაშორისო () დონეზე. ლაბორატორია მონაწილეობს ნიმუშების სტანდარტიზაციის ლაბორატორიათაშორისო საერთაშორისო პროგრამებში().

 

დოკუმენტები იწარმოება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

 

ანალიზები ტარდება საერთაშორისო უნიფიცირებული (ISO, EPA, ГОСТ) მეთოდიკების მიხედვით.

 

 

აკრედიტაცია

 

ლაბორატორია აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრის მიერ ISO 17025  - კვლევითი და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენციის ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად

 

აკრედიტაციის სფეროები:

 

  1. წყალი მინერალური (ნატურალური, სასმელი, დაფასოებული);
  2. სასმელი წყალი (ცენტრალიზებული, არაცენტრალიზებული);
  3. ზედაპირული წყლები (წყალსატევები, მდინარეები, ტბები და ა.შ) და ჩამდინარე წყლები;
  4. უალკოჰოლო სასმელები;
  5. ნიადაგები, მდინარეების და ზღვის ფსკერული ნალექები;
  6. სასარგებლო წიაღისეული: მანგანუმის მადნები, კონცენტრატები და აგლომერატები, სპილენძის კონცენტრატები;
  7. ჰაერი: ატმოსფერული ჰაერი, სამუშაო ზონის ჰაერი;
  8. ნახშირორჟანგი აირადი და თხევადი.

 

აკრედიტაციის სფეროები სრულად

 

 

ლაბორატორიული სამსახური:

  • საინფორმაციო განყოფილება;
  • ტრადიციული ქიმიური ანალიზების განყოფილება;
  • ფიზიკურ-ქიმიური კვლევების (ატომურ-აბსორბციული; ატომურ-ემისიური; ქრომატოგრაფიული და სხვ.) განყოფილება;
  • რადიოლოგიური კვლევის განყოფილება;
  • მიკრობიოლოგიური განყოფილება;
  • მობილური ლაბორატორია საველე და შენობებში მიკროკლიმატის კვლევებისათვის.

 

ლაბორატორიის ტექნიკური ბაზა საშუალებას იძლევა კვლევები ჩატარდეს საერთაშორისო

(ISO, USEPA) და საქართველოს  ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

 

ლაბორატორიული სამსახურის საქმიანობის სფერო და კვლევის ობიექტები:

ნივთიერი შემადგენლობის კვლევა:

  • სასარგებლო წიაღისეული და სხვა გეოლოგიური ობიექტები;
  • სამთო-მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების ნარჩენები;
  • გარემო: ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი, გრუნტი, წყლები (ბუნებრივი -ზედაპირული და მიწისქვეშა, ჩამდინარე, სასმელ-სამეურნეო დანიშნულების);
  • მდინარეების, ზღვის და სხვა ღია წყალსატევების ფსკერული ნალექები;
  • სამშენებლო მასალები;
  • სამშენებლო, ტექნოლოგიური მყარი და თხევადი ნარჩენები;
  • ბუტილირებული წყლები და უალკოჰოლო სასმელები.

 

ლაბორატორიათაშორისი კონტროლი:

  • საერთაშორისო ინტერკალიბრება 0140: მიკროელემენტები, მონაკოს ზღვის კვლევების ლაბორატორია.
  • ანალიზური საკონტროლო  სამუშაო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის. დამკვეთი: შავი ზღვის კომისია (BSERP), UNDP-GEF.
  • ლაბორატორიათაშორისი კონტროლი: წამყვანი -  რაუნდები  42, 44, 46. 2004-2006.
  • ლაბორატორიათაშორისო კონტროლი:კომპანია Water & Power (წყალკანალი).

 

საველე ლაბორატორია:

 

მიკროკლიმატი შენობებში:

 

მიკროკლიმატის კვლევა: