ჩვენს შესახებ
შპს „გამა კონსალტინგი“ წარმოადგენს კერძო, დამოუკიდებელ კომპანიას, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობების ფართო სპექტრი. კომპანია ჩამოყალიბდა 1991 წელს და თავდაპირველად ეწოდებოდა სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“.
ფირმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო ბუნებრივი რესურსების კვლევა, გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და ამ სფეროში საკონსულტაციო მომსახურება. კომპანიის მნიშვნელოვან საყრდენს ლაბორატორიული სამსახური წარმოადგენდა.
ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობის სფერო გაიზარდა. ჩამოყალიბდა საპროექტო განყოფილება, მეტი ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი მომსახურების გაძლიერებასა და გაფართოებაზე.
კომპანიის განვითარება
სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“
თავდაპირველად საქმიანობა მოიცავდა ბუნებრივი რესურსების კვლევას, გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლას და საკონსულტაციო მომსახურებას. ამ ეტაპზე კომპანიის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა ლაბორატორიული სამსახური.
შპს „გამა კონსალტინგი“
2011 წელს გადაწყდა ლაბორატორიული და საკონსულტაციო სამსახურების განცალკევება და შეიქმნა შპს „გამა კონსალტინგი“. ახალი საკონსულტაციო სამსახური ეფუძნება ფირმა „გამა“-ს არსებობის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და რესურსებს.
ძირითადი მიმართულებები
დღეს კომპანია დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით და მომსახურებას ახორციელებს გარემოსდაცვითი, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს, ბუნებრივი რესურსების და საპროექტო მიმართულებებით.